logo
ENG



რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს

26 აგვ 202411:31
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მტკიცებით, აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშშია საუბარი. 

რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესებით უკმაყოფილოა და რევოლუციის მზადებაც სწორედ ამას უკავშირდება. 

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული არასამთვრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებისთვის მობილიზებას ახდენენ და მათ გაყალბების "ეჭვგარეშე ფაქტების" იდენტიფიცირება და დაფიქსირება ევალებათ. 

ანგარიშის პრესრელიზის თანახმად, ქართული ოცნება არჩევნებში ხმების რაოდენობის მიღება შეუძლია, რადგან, მიუხედავად აშშ-ის მცდელობებისა, ქართული ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი ალიანსები ძალიან მყიფეა. 

დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს ეშინია, რომ არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტიას "სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის იმ მოთხოვნების არშესრულების საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღდეგება". 

"თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. ამერიკელები აპირებენ, არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდონ", - წერია ანგარიშში. 


close დახურვა