logo
ENG



რუსეთის მოქალაქე საქართველოში თავშესაფარს ითხოვს-წულუკიანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

07 ნოე 201912:11
3 წუთის საკითხავი
 
0c908ths0wo36fz.jpg

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ალექსანდრე ბონდიუკოვის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს ეხმაურება. ამ კითხვით მინისტრს "ფორმულას" ჟურნალისტმა მიმართა. წულუკიანის განცხადებით, ის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილებებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს. ამასთან, წულუკიანის თქმით, ის ბონდიუკოვის საქმეს არ იცნობს. 

"იუსტიციის მინისტრი ბრძანების ხელმოწერამდე მხედველობაში იღებს ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, დასაშვებად არის თუ არა ესა თუ ის ექსტრადიცია ცნობილი. ასევე მხედველობაში იღებს იმას, აქვს თუ არა შსს-ს მინიჭებული პირისთვის თავშესაფარი და ასევე მხედველობაში იღებს სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 


close დახურვა