![qiju0owaelhibb0.jpg](/uploads_script/news/thumb_qiju0owaelhibb0.jpg)
რუსეთის ოპოზიციის ახალი სახე თავისუფალია. მოსკოვის სასამართლომ 21 წლის იგორ ჟუკოვს 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა, მას ორი წლით აეკრძალა ინტერნეტით სარგებლობაც. ახალგზარდა აქტივისტს პოლიტიკური ბლოგების მეშვეობით ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარე ჟუკოვისთვის 4 წლიანი პატიმრობის მისჯას მოითხოვდა. სტუდენტი სამართალდამცველებმა 27 ივლისის საპროტესტო აქციაზე დააკავეს და თავდაპირველად მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. სტუდენტს მხარდაჭერა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის ცნობილმა სახეებმაც.