რუსეთის საელჩომ ბელარუსში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანსბერგისი ოფიციალურ twitter-ის გვერდზე შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
"small dick energy ("პატარა ყ*ის ენერგია")" - ასე გამოეხმაურა საელჩო ლანსბერგისის განცხადებას, რომელშიც საგარეო მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
"ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად ლიტვამ გადაწყვიტა ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადოს და რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევოს, დიპლომატიურ სტატუსთან შეუფერებელი საქმიანობის გამო", - დაწერა ლიტვის საგარეო მინისტრმა Twitter-ზე.