რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.
თავდასხმის შედეგად 7-8 სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო წინასწარი მონაცემებით, სამი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.
თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია, მერი ვიტალი კლიჩკო, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ეროვნული პოლიცია ავრცელებენ.
