logo
ENG



რუსეთის სკოლებში ისტორიის შესწავლას პირველი კლასიდან დაიწყებენ

19 აპრ 202213:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/s9rymmpsnubjgrn.jpg

რუსეთის სკოლებში ისტორიის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის განათლების მინისტრმა, სერგეი კრავცოვმა ფორუმზე განაცხადა.

ამჟამად სკოლებში ისტორიის სწავლას მოსწავლეები მეხუთე კლასიდან იწყებენ.

"ისტორიის შესწავლა იყო და რჩება საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილად. არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენს ისტორიაში რაღაცნაირად ცუდად მოვექცეთ სხვა ხალხებს, უკრაინისა და ბელარუსის მოძმე ერებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული მეხსიერება შევინარჩუნოთ", - განაცხადა კრავცოვმა.


close დახურვა