უკრაინამ რუსული ტყვეობისაგან 230 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
იგი წერს, რომ გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
"ჩვენი ხალხი სახლშია. ჩვენ დღეს რუსული ტყვეობიდან ორასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დავიბრუნეთ", - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება.