რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ღამით აფეთქებები მოხდა, რის შემდეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩდნა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დომოდედოვოში 1 000 კვადრატული მეტრის ფართობის ავტოსერვისი იწოდა.
მსხვერპლისა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია აფეთქებების მიზეზი.