logo
ENG



რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

30 მარ 202610:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/r8ld8o02p7n1nb3.png

როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის თქმით, უკრაინის იერიშებს რუსეთის ქალაქ ტაგანროგში მსხვერპლი მოჰყვა. მისი თქმით, დრონებით იერიშის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, არის ნგრევა.

"შემთხვევის ადგილზე არის ხანძარი და ნგრევა. ხალხი ევაკუირებულია. მონაცემები ზუსტდება. ტაგანროგში საჰაერო შეტევის მოგერიების სამუშაოები გრძელდება. როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადებულია უპილოტო აპარატების საფრთხე," - თქვა სლიუსარმა.

ქალაქ ტაგანროგის მერის სვეტლანა კამბულოვას ინფორმაციით, ტაგანროგზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა, ბინები და კერძო საცხოვრებლები, კამბულოვას ცნობითვე, დაზიანდა რამდენიმე საწარმო.

ცნობისთვის, ტაგანროგში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის მეტალურგიული და საავტომობილო ქარხნები, საავიაციო კომპლექსი, სადაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაცია და შეკეთება ხდება.

დრონებით თავდასხმის და დაზიანებული ინფრასტრუქტურის დამადასტურებელი კადრები ქალაქის მერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ადგილობრივების თქმით, ეს ტაგანროგზე რომელიც დრონების სამიზნე აქამდეც გამხდარა, "ყველაზე მასშტაბური შეტევაა". 


close დახურვა