logo
ENG



რუსეთის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში 1 351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაიჭრა

26 მარ 202204:07
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში 1 351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაიჭრა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაიჭრა.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთი ოფიციალურად აცხადებს უკრაინის ომში დაღუპული სამხედროების რიცხვს.

პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინაში 498 რუსი სამხედრო იყო დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი 16 000-ს აჭარბებს.

24 მარტს კი NATO-ს სამხედრო ოფიცრებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა 7 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. 


close დახურვა