logo
ENG



რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა

25 მარ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/l0s18mxhwe4eaoo.jpg

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა, 184-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ყოველდღიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმში, კიევში, ხერსონში, ჩერნიგოვსა და ქალაქ კიევში.

გარდა ამისა, მტრის თავდაასხმის შედეგად დაზიანდა ბავშვთა 40-ზე მეტი დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო, სამხატვრო სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.


close დახურვა