![2022/06/15/7f6mfbrvcn6x2z2.jpg](/uploads_script3/articles/2022/06/15/7f6mfbrvcn6x2z2.jpg)
რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 313 ბავშვი დაიღუპა, 579 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტი- 291 ბავშვი დონეცკში დაშავდა, ხარკივში კი - 169.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეს მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.