რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია.
ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მისივე თქმით, მეხანძრეები ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას, რადგან სადგურს ახლაც ესვრიან.
დაზიანებულია პირველი ენერგობლოკი.