logo
ENG



რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

10 მარ 202302:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/10/6ltohpeadodz62m.jpg
REUTERS/Irakli Gedenidze/File Photo

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

მათ კი, ვინც საქართველოშია, ურჩევენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს მოერიდონ.

„რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

 

close დახურვა