logo
ENG



რუსეთი უკრაინიდან დევნილებს ქვეყნის შორეულ ნაწილებში იძულებით ასახლებს, შექმნილია 66 ბანაკი

09 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი უკრაინიდან დევნილებს ქვეყნის შორეულ ნაწილებში იძულებით ასახლებს, შექმნილია 66 ბანაკი

გამოცემა i-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების და ადგილობრივი მედიის ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთის შორეულ ადგილებში შექმნილია 66 ბანაკი, სადაც რუსებმა უკრაინიდან ევაკუირებული უკრაინელები იძულებით გადაასახლეს.

ბანაკები განთავსებულია ყოფილი საბჭოთა სანატორიუმების და სხვა შენობებში, ციმბირის, კავკასიის, არქტიკული წრის და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით.

გადასახლებულთა შორის არიან მარიუპოლიდან დევნილებიც. 

თავდაპირველად სწორედ გამოცემა i-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა გასცა ბრძანება, რუსეთის შორეულ ნაწილში სოფლები და ქალაქები 100 ათასი "ლტოლვილის" მისაღებად მოემზადებინათ. აგრესორი სახელმწიფო ირწმუნება, რომ მათ საომარი ზონებიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანის "ევაკუაცია" მოახდინეს. 

აქტივისტი ტანია ლოშკინა, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომდგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ამბობს, რომ არსებობს მარტივი მტკიცებულებები იმისა, რომ ათასობით უკრაინელი ქვეყნიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. 

"როცა ადამიანებს მხოლოდ 2 არჩევანი აქვთ - ან დარჩნენ იმ ადგილებში, რომლებიც მუდმივად იბომბება ან გადავიდნენ ოკუპანტის ტერიტორიაზე - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ეს იძულებით გადაცემაა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ ეს ხდება.

ადამიანები, რომლებსაც სურთ ევაკუირება უკრაინის უსაფრთხო ადგილებში, რუსეთში ხვდებიან - ზოგ შემთხვევაში უკრაინის თუ ევროპის საზღვრებიდან ძალიან შორს. ისინი არიან მოწყვლადები და უქონლები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე". - აცხადებს ლოშკინა

i-მ შეამოწმა ასეთი განსახლების ადგილები. ბანაკები განთავსებულია ათასობით სანატორიუმსა და ყოფილი საბავშვო ბანაკების შენობებში, ასევე, განსახლების წერტილებს შორის მოხვდა ქიმიური იარაღის ყოფილი ნაგავსაყრელი. 

ბანაკები მდებარეობს დროის 11 სხვადასხვა ზონაში, ბელგოროდიდან ურალის მთების მიღმა, კამჩატკის ნახევარკუნძულამდე და ვლადივასტოკშიტრანს-ციმბირული რკინიგზის ბოლოს. 

An investigation by i has discovered 66 Russian camps for Ukrainians up to 6,500 miles from the war zone. (Graphic: Nick Coles)

i-იმ შეძლო 6 250 ადამიანის იდენტიფიცირება 385 ბანაკში. გადასახლებულთა შორის 621 ბავშვია. მთლიანობაში 66 ბანაკში იმყოფება 10 800 ადამიანი, მათგან 1000 - ბავშვი. ბანაკის ყოველი მესამე მცხოვრები მარიუპოლიდანაა

თითოეულ ბანაკში საშუალოდ 162 ადამიანია. 

მათ არ აქვთ ფული, ტელეფონები და დოკუმენტაცია, შესაბამისად, ადგილის დატოვება მათთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელია. 

თუმცა, i-მ მიაკვლია ადამიანის უფლებათა რუს აქტივისტებს, რომლებმაც იატაკქვეშა მოძრაობა შექმნეს და უკრაინელებს ამ ბანაკებიდან გაქცევაში ეხმარებიან. 

ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას უთხრა, რომ "რუსეთი ამ ადამიანებს უყურებს, როგორც მშრომელ ძალას, როგორც რაღაც ობიექტებს და არ აინტერესებს მათი საჭიროებები. ისინი მოწყვლადები არიან და დახმარება სჭირდებათ". 

"არსებობს მოძრაობა - გროვდება ფული მატარებლის ბილეთებისთვის, ეხმარებიან ბავშვებისთვის ტანსაცმლითა და სათამაშოებით, აძლევენ ხალხს მათთან სახლებში რამდენიმე დღით დარჩენის საშუალებას. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას ამ ადამიანების შესახებ და ეხმარებიან მათ საზღვრამდე მისვლაში". - თქვა აქტივისტმა გამოცემასთან. 

ზოგიერთი უკრაინელი ასეთი ბანაკიდან უკვე გაიქცა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთსა და საქართველოში. არსებობს ცნობები, რომ ზოგმა მათგანმა შეძლო ყაზახეთშიც გადასვლაც. 

ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინელებს იძულებით ასახლებს რუსეთის შორეულ ნაწილებში, რამდენჯერმე უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა გაავრცელა. 


close დახურვა