გვიან ღამით რუსეთში, ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.
ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმა მოიგერია და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ცნობით, დაზიანებულია IL-76 ტიპის 4 თვითმფრინავი.
თავდასხმის გამო, ღამით აეროდრომი დაიხურა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ფსკოვის თავზე ფრენა დროებით შეიზღუდა.