logo
ENG



რუსეთი ქართული ლეგიონის მეთაურის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

08 აპრ 202219:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/omvck72h7xc15eh.jpg

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს, "ომის დანაშაულებების ჩადენის" ბრალდებას უყენებს.

როგორც საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდება "უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და როსგვარდიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება".

"არსებული ინფორმაციით, ქართულმა ლეგიონმა, რომელიც უკრაინას შეიარაღებულ ძალებში შედის, უკანონო ქმედებები ჩაიდინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მამულაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ შემდგომში მოკლავს და აწამებს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს. ხსენებული ქმედებები ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციას ეწინააღმდეგება. საგამოძიებო კომიტეტს დაევალა მომხდარის გამოძიება და ყველა ჩართული პირის პასუხისგებაში მიცემა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა