გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცია აცხადებს, რომ რუსეთმა უარი თქვა "სააღდგომო ჰუმანიტარულ შესვენებაზე", რისკენაც მხარეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა.
მან ასევე ატვირთა ვიდეო, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, რადგან ეს უკრაინას მისცემს გადაჯგუფების, დრონებისა და შეიარაღების ახალი პარტიის მიღებას.
„ანტონიუ გუტიერეშმა 21 აპრილს „სააღდგომო ჰუმანიტარული შესვენებისკენ“ მოგვიწოდა, რათა მოქალაქეთა ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორები მოეწყოს. მოსკოვის ფიურერის პოზიცია რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა უშიშროების საბჭოზე“, - წერს კისლიცია.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა 19 აპრილს მართლმადიდებლური სააღდგომო კვირასთან დაკავშირებით მხარეებს უკრაინაში ომის "ჰუმანიტარული პაუზისკენ" მოუწოდა.