რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
უკრაინული მედია წერს, რომ იერიში პეჩერსკის და დნეპროვსკის რაიონებში საცხოვრებელ სახლებზეა მიტანილი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თანახმად, როგორც პეჩერსკის, ასევე დნეპროვსკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ შენობებში ცეცხლი გაჩნდა.
რუსი ოკუპანტები ასევე თავს დაესხნენ კიევის ოლქის ბელოცერკოვსკის თემს.
ბელოცერკოვსკის საქალაქო საბჭოს მდივნის თქმით, თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი, ასევე, არიან დაშავებულები.
