logo
ENG



რუსეთმა კონტინენტთაშორისი რაკეტა "სარმატის" პირველი გაშვების შესახებ განაცხადა

20 აპრ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/x8oosxz03sjrbl6.jpg

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატი". პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს რაკეტა "დააფიქრებს მათ, ვინც ცდილობს რუსეთს დაემუქროს".

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, სახელმწიფო სატესტო პროგრამის ფარგლებში. პუტინი მას ვიდეოკავშირით ადევნებდა თვალს.

"ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხისგან და დააფიქრებს მათ, ვინც აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს", - თქვა პუტინმა.

სამინისტროში ამბობენ, რომ სატესტო ეტაპის დასრულების შემდეგ "სარმატი" ექსპლუატაციაში შევა.


close დახურვა