logo
ENG



რუსეთმა ლვივის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა

15 მაი 202211:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/fb7omhslsrerfn7.jpg

რუსეთმა ლვივის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

ოლქის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსების 4 რაკეტა უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ინფრასტრუქტურულ შენობას მოხვდა. ობიექტი მთლიანად განადგურებულია. 

მისი ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის - სამედიცინო დახმარებისთვის არავის მიუმართავს. 

ასევე, როგორც კოზიცკი ამბობს, უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების დასავლეთის ნაწილებმა ლვივის რეგიონის თავზე ოკუპანტების ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. 

მისი განცხადებით, მტრებმა რაკეტები, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავებიდან ისროლეს. 


close დახურვა