logo
ENG



რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები

26 აგვ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/26/db1tkhrt2lmmptw.jpg

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა საგანგებო რეჟიმშია გადაყვანილი. გარცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი.

26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები.

დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს. ელექტროენერგიის გათიშვის გამო კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც. 

კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები არსენალნაია და ხრეშჩატიკი მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. 

ოკუპანტების იერიშის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი. ზაპოროჟიეს, ლვოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

 


close დახურვა