logo
ENG



რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 56 დრონი გაუშვა - საჰაერო ძალებმა 53 მათგანი გაანადგურეს

16 სექ 202410:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/hkvfzcy9gcy4m8j.png

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 56 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 53 მათგანი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სამიზნე კიევი აღმოჩნდა, რომლის მახლობლადაც 20 დრონი გაანადგურეს. როგორც ცნობილია, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უწყების ცნობით, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 53 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის, ჩერკასის, ვინიცას, პოლტავას, სუმის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს.

 


close დახურვა