რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო აგენტების სიაში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი შეიყვანა.
მედია-უცხო აგენტების სიაში შეყვანილია ბლოგერი და კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი, კირილ ხარატიანი (ვედომოსტის ამჟამინდელი და VPost-ის რედაქტორი), ვერონიკა კუცილა, ვლადიმირ რუმინსკი, ასევე, ნატალია ტელეგინა და ივან ჟადაევი.
ფიზიკური პირი უცხო აგენტების სიაში შეიყვანეს TV Rain-ის მთავარი რედაქტორი ტიხო ძიადკო, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში, ჟურნალისტი დმიტრი ნიზოვცევი. როგორც რუსეთის მთავრობა მიუთითებს, ისინი ეწევიან პოლიტიკურ აქტივობებს, ხოლო უკრაინისგან იღებენ დაფინანსებას ან სხვა სახის დახმარებას (იარმიშის შემთხვევაში უკრაინის გარდა ჩამოთვლილია შეერთებული შტატებიც).