logo
ENG



რუსეთში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

24 იან 202111:49
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

საპროტესტო აქციები როგორც მოსკოვში, ისე სხვა ქალაქებში გაიმართა. ეს ბოლო წლებში მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური პროტესტი იყო. 

პოლიცია და სპეცრაზმი შეკრებილების დაშლას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა. 

რუსეთის მთავარმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ დემონსტრაციებისკენ მხარდამჭერებს 17 იანვარს მოუწოდა, მაშინ, როცა ბერლინიდან რუსეთში დაბრუნებისას დაიჭირეს. 

ბერლინში ნავალნი აგვისტოდან იმყოფებოდა - ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. 

Reuters-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაში 40 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ აქციაზე მხოლოდ 4 ათასი ადამიანი გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის იყო პოლიტიკოსის, ცოლი იულია ნავალნაიაც, თუმცა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. 


close დახურვა