რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში რუსული Su-24-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა და შეიარაღება არ გადაჰქონდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, ცოცხლები არიან თუ არა ბორტზე მყოფი მფრინავები.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. კალაჩევსკის მუნიციპალური ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.