logo
ENG



რუსეთში ორ კვირაზე მეტია სერგეი ფურგალის დაკავების გამო საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

25 ივლ 202013:22
3 წუთის საკითხავი
clock 445
xk47oi12s4x8aev.jpg

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში მესამე კვირაა ათასობით დემონსტრანტი კრემლის პოლიტიკას აპროტესტებს. 

საპროტესტო ტალღა 9 ივლისს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას მოჰყვა. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. ფურგალი ბრალს არ აღიარებს. 

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ფურგალის დაკავების გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული. 

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებს ტრანსფარანტები უჭირავთ წარწერით - „უღირსებობა". ისინი პუტინის გადადგომას მოითხოვენ, ვინაიდან, მათი თქმით, პრეზიდენტისადმი რწმენა დაკარგეს.  

ფურგალის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ გუბერნატორის დაკავება სასჯელია მის მიერ 2018 წლის არჩევნებში პროპუტინური მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხებისთვის. 

დაძაბულობის განსამუხტად პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ რეგიონს ახალი გუბერნატორი ეყოლება - მიხაილ დეგტიარიოვი. თუმცა დემონტრანტები პუტინის გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილები დარჩნენ. მათი თქმით, დეგტიარიოვს ხაბაროვსკის რეგიონთან არაფერი აქვს საერთო. მათ მომავალ გუბერნატორს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს. 


close დახურვა