logo
ENG



რუსეთში რეგიონული არჩევნები დასრულდა - ყველა რეგიონულ პარლამენტს პუტინის პარტია აკონტროლებს

09 სექ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/a02relyjlnleuda.jpg

რუსეთში რეგიონული არჩევნები დასრულდა - შედეგების მიხედვით, ყველა რეგიონული პარლამენტი ვლადიმირ პუტინის პარტიის, ედინაია როსიას კანდიდატებმა დაიკავეს.

არჩევნები 89-დან 83 რეგიონში ჩატარდა, სადაც ან პოსტზე მყოფმა გუბერნატორებმა გაიმარჯვეს ან გუბერნატორის თანამდებობა პუტინის მიერ შერჩეულმა მოვალეობის შემსრულებლებმა დაიკავეს. 

არჩევნები კურსკის ოლქშიც ჩატარდა, მიუხედავად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა. გუბერნატორის პოსტზე ალექსეი სმირნოვი აირჩიეს, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობას იკავებდა.

რუსეთის ბევრ რეგიონში მიმდინარე არჩევნებზე ხმის მიცემა მრავალდღიანი და ელექტრონული იყო, რაც ექსპერტების თქმით, გაყალბების რისკს ზრდის.

 

 

 


close დახურვა