რუსეთში სოციალურ ქსელებში გინება აიკრძალა, - ამის შესახებ Lenta. Ru იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დუმამ ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით გასული წლის 23 დეკემბერს მიიღო, ხოლო ძალაში ის 1-ელი თებერვლიდან შევიდა.
სოციალური ქსელების პლატფორმები ვალდებულები იქნებიან უცენზურო ლექსიკა წაშალონ, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში მათ ჯარიმა ემუქრებათ.
აღნიშნული ცვლილებები შევიდა "ინფორმაციის მონიტორინგის კანონში". ამავე კანონის მიხედვით, იკრძალება, სუიციდს პროპაგანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ექსტრემიზმის, ტერორიზმის, არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის მოწოდებების შემცველი პოსტები.
კანონის დარღვევის შემთხვევაში სოციალური ქსელები 800 ათასი რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე დაჯარიმდებიან. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა ერთობლივი წლიური შემოსავლის ერთ მეათედამდე გაიზრდება. კანონის შესრულება სოციალური ქსელების ადმინისტრატორების ვალდებულება იქნება. აღსანიშნავია, რომ გინების ავოტორებისთვის ჯარიმა ჯერ გათვალისწინებული არ არის.