მსხვერპლი მოჰყვა სროლას რუსეთის ქალაქ ბლაგო-ვეშენსკში. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტმა ცეცხლის საკუთარ თანაკურსელებს გაუხსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია 3 ადამიანი, აქედან 2 არასრულწლოვანია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავად თავდამსხმელი სასწავლებლის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის მომხდარის დეტალები უცნობია.