logo
ENG



რუსეთში სურთ, ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა "ლოიალურობის შეთანხმებას" მოაწერონ ხელი

29 ნოე 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/29/wwxidt59aoe8qnw.jpg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ ქვეყანაში შესვლისას უცხოელებს "ლოიალურობის შეთანხმებაზე" ხელის მოწერა დაავალდებულონ. შესაბამისი კანონპროექტის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს.

შეთანხმების თანახმად, უცხოელს ეკრძალება რუსული პოლიტიკის "დისკრედიტაცია", საბჭოთა ხალხის წვლილის "დამახინჯება" ფაშიზმზე გამარჯვებაში და "ტრადიციული ღირებულებების" უარყოფა. ეს უკანასკნელი გულისხმობს ლგბტ "პროპაგანდასა" და ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.

გარდა ამისა, უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ "უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ".

როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი დუმაში, ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა