logo
ENG



რუსეთ-უკრაინის ომის გამო პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედა

30 სექ 202611:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/lp84ch0i544890n.png

30 სექტემბერს პოლონეთმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის სამხედრო ავიაცია აამოქმედა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ავიაციასთან ერთად მობილიზებული იყო სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემებიც.

სარდლობის განმარტებით, ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც საფრთხის ზონებთან ახლოს მდებარეობს.

პოლონეთის აერონავიგაციის სააგენტოს ინფორმაციით, დროებით შეჩერდა ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტების მუშაობაც.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს რუსეთის დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად პოლონეთის საზღვართან მდებარე „იაგოდინის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობა დაზიანდა.


close დახურვა