რუსთავში პარტია „ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის მერიის წინ აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ქალაქში პერიოდულად არსებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მერია როგორც მესამე მხარე, სოკოს საწარმოსთან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო და მიღწეულია შეთანხმება, რომ კომპანია საწარმოს მოდერნიზებას განახორციელებს და ახალ ტექნიკასა და ფილტრებს შეიძენს.