რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე მოქალაქეების რაოდენობა მატულობს. აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადი აქცია საღამოს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. სამოქალაქო აქტივისტის თამთა გოგოლაძის განცხადებით, აქცია იქამდე არ დაიშლება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. "დღეს დილიდან ადამიანებმა უკვე დაიწყეს მოსვლა. მთელი დღის განმავლობაში, აქ ადამიანები იქნებიან. საღამოს 19:00 საათიდან უფრო მეტი შემოგვიერთდება. აქ ვიქნებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ. ვგულისხმობ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს“, - განაცხადა გოგოლაძემ "ფორმულასთან" საუბარში.