უწყვეტი პროტესტის 372-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ.
დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
