logo
ENG



რუსთავში კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ძალადობა სცადა

31 მარ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში მდებარე ერთერთ მაღაზიაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ფიზიკური ძალადობა სცადა, რისი საშუალებაც არ მისცეს.

დაშავებული გოგოს დედა ინფო რუსთავთან ყვება, რომ კაცს, ძალადობის გამო, შვილთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, შემაკავებელ ორდერს ვადა კი 2 დღის წინ გაუვიდა.

ქალი ძალადობის ერთერთ ეპიზოდს იხსენებს:

"ერთი თვის წინ მოვიდა სახლში მთვრალი და ყველას დაგვიწყო ჩხუბი, უმიზეზოდ, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, სკამი აიღო და ჩემს დიდ გოგოს ურტყამდა. რაც შემაკავებელი გამოუწერეს, ჩვენთან არ ცხოვრობდა. გუშინ დამიკავშირდა და დამემუქრა მოკვლით, მოგკლავ და გადაგწვავო, ამის შემდეგ მე პოლიციას მივმართე", - ამბობს ქალი.

არსებული ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია. ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა