logo
ENG



რუსი ოკუპანტების მიერ დკავებული 3 პირს სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ

10 დეკ 201914:08
3 წუთის საკითხავი
 
4l13afpzzp98fde.jpg

კასპის მუნიციპალიტეტის 3 მკვიდრს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა 7 დეკემბერს დააკავეს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ. სამივე ოჯახმა გამოსასყიდი თანხა უკვე გადაიხადა. ცხინვალის ე.წ სასამართლომ მათ 5 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ოთხივეს დაკავება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი შეშისა და ფიჩხის მოსაგროვებლად იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო რუსმა ოკუპანტებმა 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. არასრულწლოვანი ბიჭის გათავისუფლება უკვე მოხერხდა.


close დახურვა