დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საქმიანობას სრულად აჩერებს. გავრცელებული სარედაქციო წერილის თანახმად, 9 ნოემბერს რედაქცია შუქს ჩააქრობს, სერვერებს გამორთავს და მუშაობას სამუდამოდ შეწყვეტს.
გამოცემის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ და სადაზვერვო სამსახურებმა მათ საქმიანობის გაგრძელება უკიდურესი რეპრესიებისა და ფინანსური ბლოკადის ფონზე შეუძლებელი გახადეს. სარედაქციო კოლექტივი აღნიშნავს, რომ პარალელურად გაუქმდა მკითხველთა შემოწირულობების სისტემა, მთელი რედაქცია „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადდა, ხოლო ჟურნალისტები მუდმივი ძალადობისა და დევნის ქვეშ იმყოფებოდნენ.
წერილში ხაზგასმულია, რომ რეჟიმმა წლების განმავლობაში შეიწირა გამოცემის წამყვანი ჟურნალისტებისა და კოლეგების სიცოცხლე — მათ შორის იყვნენ იგორ დომნიკოვი, იური შჩეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა და ნატალია ესტემიროვა. რედაქციის თქმით, „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისა და კონსტიტუციური უფლებების სრული განადგურების კიდევ ერთი დასტურია.
