logo
ENG



რუსული თავდაცვის მტკიცებით, ყირიმზე უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა

14 სექ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/ukvgxa80lij7efu.jpg

დღეს დილით, აფეთქებები იყო ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ევპატორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვა ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მოახერხეს 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.

ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ევპატორიის დასავლეთით მდებარე, სოფელ უიუტნოიეს მახლობლად ისმოდა.

"სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები ქუჩებში გადაადგილდებიან. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "Public Crimea-ს" განუცხადეს, აფეთქების ხმა ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან ისმოდა", - წერს ადგილობრივი მედია საშუალება.

თავდასხმის სამიზნე, რომ სამხედრო ბაზები იყო, ამას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის სპიკერიც, ნატალია გუმენიუკიც ადასტურებს. მისი თქმით, დრონების საბოლოო სამიზნე "სამხედრო დანიშნულების" იყო.

მოსახლეობა ჯამში ოთხ აფეთქებაზე საუბრობს, ხოლო ევპატორიისა და ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებას აფეთქებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


close დახურვა