logo
ENG



რუსული მედია: ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 63 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

24 იან 202414:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/t6mp387ybgxanyt.jpg

თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედროიმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

"მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში დაგეგმილი ფრენის დროს Il-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა", - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.


close დახურვა