logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, ბურჯანაძემ გავრილოვისთვის ბოდიში მოიხადა, რასაც პარტიაში უარყოფენ

06 დეკ 201917:26
3 წუთის საკითხავი
 
69tjtxlfuo06kk5.jpg

„ერთიანი დემოკრატიული - საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისას განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს.

„მე არ შემეშინდება, ბოდიში მოვიხადო იმ სრულიად არასასიამოვნო ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი. მგონია, რომ ეს, პირველ რიგში, ქართველი ერის, ქართლი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა”, - წერს გამოცემა ნინო ბურჯანაძის სიტყვებს და დასძენს, რომ კონსტანტინ კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციის გადამოწმება „ფორმულამ“ „ერთიანი დემოკრატიული - საქართველოს“ პარტიაში სცადა, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ბურჯანაძემ უბრალოდ მწუხარება გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.


close დახურვა