logo
ENG



რუსული სისასტიკის შედეგები უკრაინულ ქალაქებში

06 აპრ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

სულ უფრო შემზარავი სისასტიკის ფაქტები უკრაინაში. ყოველი დღე წინაზე გამაოგნებელია. აღმოჩნდა, რომ პუტინის ჯარისკაცები უკრაინელებს ცოცხლად მარხავდნენ. ხოცავდნენ ყველას, ვინც დანგრეული შენობებიდან სხვების ამოყვანას ცდილობდა. მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას წარმოუდგენელი მასშტაბები აქვს. ქალაქებიდან გასვლის წინ რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საბავშვო ბაღები დანაღმეს. დღეს ყურადღების ცენტრში მოექცა ქალაქი ბოროდიანკა. უფრო სწორედ, ქალაქის ნანგრევები და ფაქტები იქ დახოცილი ხალხის შესახებ.


close დახურვა