უკრაინის ძალების აზოვის ბატალიონი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ცენტრალურ მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობზე მინიმუმ 2 სამხედრო შეტევა მიიტანეს. მომხდარს ადასტურებს Maxar Technologies გადაღებული სატელიტური ფოტოებიც.
აზოვის ბატალიანმა ამის შესახებ დღეს ტელეგრამით განაცხადა. CNN-მა კი მოიპოვა Maxar Technologies სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს ამ ინფორმაციას.
Maxar-ის ინფორმაციით, საწყობის ჩრდილოეთ ნაწილს რუსული ძალები 19-22 მარტის პერიოდში დაესხნენ თავს, სამხრეთ ნაწილს კი 23-26 მარტს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპიკერმა, ჯეისონ სტრაზიუსომ CNN-ს დაუდასტურა, რომ თავდასხმის ობიექტი წითელი ჯვრის საწყობი გახდა.
„ჩვენ არ გვყავს ჯგუფი ადგილზე, ჩვენ არ გვაქვს მეტი ინფორმაცია, მათ შორის შესაძლო დაღუპულებზე ან ზიანის მასშტაბზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველადი დახმარების მარაგები უკვე გავანაწილეთ საწყობში“, - განაცხადა სტრაზიუსომ.
უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო საზოგადოებას შენობის დაბომბვის დაგმობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რაც 1949 წლის ჟენევის კონვენციას არღვევს.