logo
ENG



რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავი გაანადგურეს

06 აპრ 202211:25
3 წუთის საკითხავი
 
Press service of the State Emergency Service of Ukraine
27 მარტი, ლვოვი

რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„ღამე სანერვიულო და რთული იყო. მტერი ჩვენს ტერიტორიას ჰაერიდან დაესხა თავს და ნავთობის საცავსა და ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა. ნავთობის საცავი მთლიანად განადგურდა“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

რეზნიჩენკოს თქმით, საცავი მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა, მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივი დროით დილის 8:15 საათზე მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის საცავები რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ისინი ნავთობის საცავებს უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე იმ რეგიონებშიც უხსნიან ცეცხლს, სადაც საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს.

დნეპრის გარდა 5-6 აპრილის ღამეს რუსული ძალებმა ცეცხლი ლვოვსა და ვინიცას რეგიონებში ინფრაქსტრუქტურასაც გაუსხნეს.

 

close დახურვა