logo
ENG



რუსულმა ძალებმა დღეს ქალაქი ხარკივი დაბომბეს

28 მაი 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/28/m5pkzfth0nvdx9b.jpg
27 მაისი, ქალაქი ხარკივი
Iván Alvarado / Reuters

ხარკივის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინეჰუბოვი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დღეს ქალაქი ხარკივი დაბომბეს.

სინეჰუბოვის ცნობით, ხარკივის რეგიონზე რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათში იერიში სხვა დასახლებებთან ერთად ქალაქ ხარკივზეც მიიტანეს. რამდენიმე ჭურვი მოხვდა მალა დაინილივკას დასახლებას თუმცა არავინ დაღუპულა.

სინეჰუბოვის ცნობით სოფელ სლატინეზე თავდასხმის შედეგად 65 წლის ქალი დაიღუპა.

„რეგიონში შეტაკებები გრძელდება. ხარკივის მიმართულებით მტერი ცდილობს დაიკავოს მიწა და უკრაინელ სამხედროებს დაწინაურებაში ხელი შეუშალოს“ - განაცხადა სინეჰუბოვმა.

სამხედრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკივში რუსების Ka-52 საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.


close დახურვა