logo
ENG



რუსულმა ძალებმა რადას დეპუტატი ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს

23 მარ 202216:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/ui5xrrd6h0zhrl8.jpg

უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ბერდიანსკის მერიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი და ფილანთროპი ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს.

მათი ცნობით, სახალხო დეპუტატი 20 მარტს შუადღით ჰუმანიტარულ დერეფნებში მუშაობდა და დევნილთა განსახლების ადგილებში ადგილობრივებს ეხმარებოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

ბერდიანსკის მერია აცხადებს, რომ პონომარიოვი ახლა რუს სამხედროების ტყვეობაშია და მისი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მერიის ცნობით, პონომარიოვი ბერდიანსკში ყველაზე დიდი საწარმოების დამაარსებელია. მისი გატაცების შემდეგ კი ქალაქის საწარმოებმა მუშაობა შეწყვიტეს და 3000-ზე მეტი ადამიანი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.


close დახურვა