უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, შუადღით სუმის რეგიონი რუსეთის ტერიტორიიდან გრადებით დაიბობმა. უწყების ცოდნით 12-მდე გასროლა მოხდა.
გარდა ამისა, რუსულმა ვერტმფრენებმა ხარკივისა და სუმის რეგიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
"მტრის ვერტმფრენმა რაკეტა გაუშვა ერთ-ერთი დასახლების შემოგარენში, ხარკივისა და სუმის ოლქის საზღვარზე" - წერია სამსახურის განცხადებაში.
დღეს ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს ჩერნიჰივში არსებული სოფელი ჰრიმიაჩი, დონეცკში არსებული სოფელი მიკოლაივკა და ხარკივის სოფელ კუჩერივკაც.