რუსულმა ჯარებმა ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგისა და სინელნიკოვის რაიონების დასახლებებს ცეცხლი გაუხსნეს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, რუსებმა დასახლებებზე იერიში გრადებით მიიტანეს.
მისივე ცნობით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.