logo
ENG



რუსულ სარაკეტო იერიშს კუპიანსკზე 49 ადამიანი ემსხვერპლა

05 ოქტ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/5shtzmw5o0hc2u5.jpeg

სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად ქალაქ კუპიანსკზე. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინიეჰუბოვი ავრცელებს.

მისი გადმოცემით, შეტევა დღის პირველ საათზე განხორციელდა და რაკეტა კუპიანსკის მახლობლად მდებარე სასურსათო მაღაზიასა და კაფეს მოხვდა.

"მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ამ დროისთვის, ნანგრევებიდან ამოყვანილია 49 ადამიანის ცხედარი, მათ შორის 6 წლის ბიჭის", - დასძინა მან.

სინიეჰუბოვის თქმით, ასევე დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან 1 ბავშვი, ხოლო ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შემთხვევას ესპანეთიდან გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

"რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ვინც სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ეხმარება, კრიმინალია. ყველა, ვინც ჯერ კიდევ რუსეთს უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: რომ მისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელს მსოფლიოში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა