რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას წინააღმდეგ საქმე რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით აღიძრა.
ინფორმაციას გამოცემა Meduza კარა-მურზას ადვოკატზე ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, კარა-მურზა საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა. ჯერჯერობით უცნობია, რასთან დაკავშირებით აღიძრა საქმე.
კარა-მურზა 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".
12 აპრილს ხამოვნიჩესკის სასამართლომ პოლიტიკოსს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.